ციფრული ტყუპების ლაბორატორია
ლაბორატორიის შესახებ
ციფრული ტყუპების ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს ციფრული ტყუპების შექმნის, რეალური სისტემებისა და პროცესების ვირტუალური მოდელირების, სიმულაციისა და პროტოტიპირებისთვის. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებით, 3D პრინტერებით, Arduino-ს პლატფორმებით, სენსორული ნაკრებებითა და მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფით. სივრცე განკუთვნილია სტუდენტების, მკვლევრებისა და პარტნიორების სასწავლო, კვლევითი და გამოყენებითი პროექტებისთვის. ლაბორატორია შეიქმნა ევროკავშირის თანადაფინანსებით, DIGITECH პროექტის ფარგლებში.
აღჭურვილობა
| აღჭურვილობა | ტიპი | რაოდენობა | სტატუსი |
|---|---|---|---|
|
სიმულაციის სამუშაო სადგური |
Workstation | 12 | ხელმისაწვდომია |
|
IoT სენსორული ნაკრები |
Kit | 6 | ხელმისაწვდომია |
|
3D სკანერი |
Instrument | 1 | ხელმისაწვდომია |
|
სამრეწველო PLC სატრენინგო სტენდი |
Trainer | 4 | ხელმისაწვდომია |
ლაბორატორიის წესები
- ლაბორატორიის აღჭურვილობა გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ და დაიცავით უსაფრთხოების ინსტრუქციები.
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სისტემური პარამეტრების შეცვლა ან სამუშაო სადგურების კონფიგურაცია დასაშვებია მხოლოდ ლაბორატორიის მენეჯერთან შეთანხმებით.
- 3D პრინტერების, Arduino-ს პლატფორმებისა და სენსორული ნაკრებების გამოყენებისას დაიცავით შესაბამისი ტექნიკური და უსაფრთხოების ინსტრუქციები.
- პორტატული მოწყობილობები და კომპონენტები მიიღეთ და გამოყენების დასრულების შემდეგ სრულად დააბრუნეთ ლაბორატორიის მენეჯერთან.
- სამუშაოს დასრულებამდე შეინახეთ საჭირო ფაილები პირად ან ღრუბლოვან საცავში - სამუშაო სადგურებზე შენახული მონაცემები შესაძლოა პერიოდულად წაიშალოს.
- ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობის, დაზიანების ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ლაბორატორიის მენეჯერს.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დატოვეთ სამუშაო სივრცე და გამოყენებული აღჭურვილობა მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
კალენდარი · 06 ნოემბერი 2026
ზოგადი ინფორმაცია
- მდებარეობა
- ოთახი 305, B კამპუსი
- ტევადობა
- 16 ადგილი
- სამუშაო ადგილები
- 12
სამუშაო საათები
- ორშაბათი
- 09:00 - 17:00
- სამშაბათი
- 09:00 - 17:00
- ოთხშაბათი
- 09:00 - 17:00
- ხუთშაბათი
- 09:00 - 17:00
- პარასკევი
- 09:00 - 17:00
- შაბათი
- დაკეტილია
- კვირა
- დაკეტილია
საკონტაქტო პირი
ნიკა ხომერიკი
IT პროექტების მენეჯერი
გიზი ჯალიაშვილი
IT პროექტების მენეჯერი
ელფოსტა
labs@btu.edu.ge