ინდუსტრია 4.0 ლაბორატორია
ლაბორატორიის შესახებ
ინდუსტრია 4.0 ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს Industry 4.0-ის, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიების შესწავლისა და პრაქტიკული პროექტების განხორციელებისთვის. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი წარმადობის კომპიუტერებითა და თანამედროვე სადემონსტრაციო ეკრანით, რაც ქმნის შესაბამის გარემოს სწავლების, ციფრული მოდელირების, მონაცემებთან მუშაობისა და გუნდური პროექტებისთვის. სივრცე განკუთვნილია სტუდენტების, მკვლევრებისა და პარტნიორების სასწავლო, კვლევითი და გამოყენებითი პროექტებისთვის. ლაბორატორია შეიქმნა ევროკავშირის თანადაფინანსებით, HEIn4 პროექტის ფარგლებში.
აღჭურვილობა
| აღჭურვილობა | ტიპი | რაოდენობა | სტატუსი |
|---|---|---|---|
|
რობოტული მანიპულატორი |
Robotics | 2 | ხელმისაწვდომია |
|
კონვეიერის ხაზის მოდული |
Automation | 1 | ხელმისაწვდომია |
|
PLC მართვის სადგური |
Automation | 6 | ხელმისაწვდომია |
|
სამრეწველო სენსორული ნაკრები |
Kit | 6 | ხელმისაწვდომია |
|
3D პრინტერი |
Fabrication | 2 | ხელმისაწვდომია |
|
HMI პანელი |
Automation | 4 | ხელმისაწვდომია |
ლაბორატორიის წესები
- კომპიუტერები და სხვა ტექნიკური რესურსები გამოიყენეთ მხოლოდ სასწავლო, კვლევითი ან პროექტული საქმიანობისთვის.
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სისტემური პარამეტრების ან კომპიუტერების კონფიგურაციის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ლაბორატორიის მენეჯერთან შეთანხმებით.
- სამუშაოს დასრულებამდე შეინახეთ საჭირო ფაილები პირად ან ღრუბლოვან საცავში - კომპიუტერებზე შენახული მონაცემები შესაძლოა პერიოდულად წაიშალოს.
- ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ლაბორატორიის მენეჯერს.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოდით პირადი ანგარიშებიდან და დატოვეთ სამუშაო სივრცე მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
კალენდარი · 06 ნოემბერი 2026
ზოგადი ინფორმაცია
- მდებარეობა
- ოთახი 404, A კამპუსი
- ტევადობა
- 14 ადგილი
სამუშაო საათები
- ორშაბათი
- 09:00 - 17:00
- სამშაბათი
- 09:00 - 17:00
- ოთხშაბათი
- 09:00 - 17:00
- ხუთშაბათი
- 09:00 - 17:00
- პარასკევი
- 09:00 - 17:00
- შაბათი
- 09:00 - 17:00
- კვირა
- დაკეტილია
საკონტაქტო პირი
ნიკა ხომერიკი
IT პროექტების მენეჯერი
გიზი ჯალიაშვილი
IT პროექტების მენეჯერი
ელფოსტა
labs@btu.edu.ge