მედია ლაბორატორია და პოდკასტ სტუდია
ლაბორატორიის შესახებ
მედია ლაბორატორია და პოდკასტ სტუდია წარმოადგენს თანამედროვე სივრცეს აუდიო, ვიდეო და ციფრული კონტენტის შექმნისა და წარმოებისთვის. სტუდია აღჭურვილია პროფესიონალური აუდიო-ვიდეო ტექნიკით, განათების სისტემებით, მიკროფონებითა და კონტენტის დამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიური რესურსებით. სივრცე განკუთვნილია პოდკასტების, ვიდეოების, ინტერვიუების, საგანმანათლებლო და სხვა ციფრული კონტენტის ჩაწერისა და დამუშავებისთვის და ხელმისაწვდომია სტუდენტების, პროფესორებისა და პარტნიორებისთვის. ლაბორატორია შეიქმნა iMERGE პროექტის ფარგლებში, DAAD-ის მხარდაჭერითა და გერმანიის კვლევის, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის ფედერალური სამინისტროს (BMFTR) დაფინანსებით.
აღჭურვილობა
| აღჭურვილობა | ტიპი | რაოდენობა | სტატუსი |
|---|---|---|---|
|
პოდკასტის მიკროფონი |
Microphone | 4 | ხელმისაწვდომია |
|
აუდიო ინტერფეისი / მიქშერი |
Mixer | 1 | ხელმისაწვდომია |
|
სტუდიური ყურსასმენები |
Headphones | 4 | ხელმისაწვდომია |
|
ვიდეოკამერა |
Camera | 2 | ხელმისაწვდომია |
|
განათების ნაკრები |
Lighting | 2 | ხელმისაწვდომია |
|
მონტაჟის სამუშაო სადგური |
Workstation | 2 | ხელმისაწვდომია |
ლაბორატორიის წესები
- ლაბორატორიის ტექნიკა გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ და შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით.
- კამერების, მიკროფონების, განათებისა და სხვა პროფესიონალური აღჭურვილობის კონფიგურაცია ან გადაადგილება დასაშვებია ლაბორატორიის მენეჯერთან შეთანხმებით.
- ჩაწერის დაწყებამდე შეამოწმეთ საჭირო მოწყობილობები და ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ აცნობეთ ლაბორატორიის მენეჯერს.
- ჩაწერის დასრულების შემდეგ გადაიტანეთ და შეინახეთ თქვენი ფაილები პირად ან ღრუბლოვან საცავში.
- დაუშვებელია სტუდიის ტექნიკის სივრციდან გატანა.
- გამოყენების დასრულების შემდეგ დააბრუნეთ მოწყობილობები და აქსესუარები განსაზღვრულ ადგილას და დატოვეთ ლაბორატორია მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
კალენდარი · 06 ნოემბერი 2026
ზოგადი ინფორმაცია
- მდებარეობა
- B კამპუსი
- ტევადობა
- 6 ადგილი
სამუშაო საათები
- ორშაბათი
- 09:00 - 17:00
- სამშაბათი
- 09:00 - 17:00
- ოთხშაბათი
- 09:00 - 17:00
- ხუთშაბათი
- 09:00 - 17:00
- პარასკევი
- 09:00 - 17:00
- შაბათი
- დაკეტილია
- კვირა
- დაკეტილია
საკონტაქტო პირი
ნიკა ხომერიკი
IT პროექტების მენეჯერი
გიზი ჯალიაშვილი
IT პროექტების მენეჯერი
ელფოსტა
labs@btu.edu.ge