ქსელების ლაბორატორია
ლაბორატორიის შესახებ
ქსელების ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს კომპიუტერული ქსელების, ქსელური ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების პრაქტიკული შესწავლისთვის. ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა მოიცავს კორპორატიულ Wi-Fi ქსელს, როუტერებსა და სვიჩებს, ოპტიკურ ქსელს, ვიდეოსამეთვალყურეო და დაშვების კონტროლის სისტემებს, ასევე შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას. ლაბორატორია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკულად გაეცნონ Ubiquiti, MikroTik და Uniview ტექნოლოგიებს, ქსელების კონფიგურაციისა და მართვის პრინციპებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების ფუნქციონირებას. ლაბორატორია შეიქმნა Intellcom Group-ის მხარდაჭერით და გამოიყენება სასწავლო, პრაქტიკული და პროექტული საქმიანობისთვის.
აღჭურვილობა
| აღჭურვილობა | ტიპი | რაოდენობა | სტატუსი |
|---|---|---|---|
|
მარშრუტიზატორი (ლაბ. თარო) |
Network | 8 | ხელმისაწვდომია |
|
მართვადი კომუტატორი |
Network | 8 | ხელმისაწვდომია |
|
ქსელური ეკრანი |
Network | 2 | ხელმისაწვდომია |
|
უსადენო წვდომის წერტილი |
Network | 4 | ხელმისაწვდომია |
|
კაბელის ტესტირების ნაკრები |
Kit | 4 | ხელმისაწვდომია |
|
კონსოლის კაბელების ნაკრები |
Accessory | 14 | ხელმისაწვდომია |
ლაბორატორიის წესები
- ქსელური და სხვა ტექნიკური მოწყობილობები გამოიყენეთ მხოლოდ სასწავლო ან პროექტული საქმიანობისთვის.
- ქსელის კონფიგურაციის, მოწყობილობების პარამეტრების ან არსებული კავშირების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ლაბორატორიის მენეჯერთან შეთანხმებით.
- დაუშვებელია მოწყობილობების თვითნებურად გათიშვა, გადაერთება, გადაადგილება ან ქსელურ ინფრასტრუქტურაში ჩარევა.
- პროგრამული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული წვდომების გამოყენებისას დაიცავით ლაბორატორიის მენეჯერის მითითებები.
- ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ლაბორატორიის მენეჯერს.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დატოვეთ მოწყობილობები და სამუშაო სივრცე საწყის, მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
კალენდარი · 06 ნოემბერი 2026
ზოგადი ინფორმაცია
- მდებარეობა
- ოთახი 302, B კამპუსი
- ტევადობა
- 18 ადგილი
- სამუშაო ადგილები
- 14
სამუშაო საათები
- ორშაბათი
- 09:00 - 17:00
- სამშაბათი
- 09:00 - 17:00
- ოთხშაბათი
- 09:00 - 17:00
- ხუთშაბათი
- 09:00 - 17:00
- პარასკევი
- 09:00 - 17:00
- შაბათი
- დაკეტილია
- კვირა
- დაკეტილია
საკონტაქტო პირი
ნიკა ხომერიკი
IT პროექტების მენეჯერი
გიზი ჯალიაშვილი
IT პროექტების მენეჯერი
ელფოსტა
labs@btu.edu.ge