გაფართოებული რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია
ლაბორატორიის შესახებ
XR და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს ვირტუალური (VR), გაფართოებული (AR), ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებზე მუშაობისთვის. ლაბორატორია აღჭურვილია VR მოწყობილობებით და განკუთვნილია ინტერაქტიული XR გამოცდილებების, AI მოდელებისა და ინოვაციური ციფრული პროდუქტების შექმნისა და ტესტირებისთვის. სივრცე ხელმისაწვდომია სტუდენტების, მკვლევრებისა და პარტნიორებისთვის სასწავლო, კვლევითი და გამოყენებითი პროექტების განსახორციელებლად. ლაბორატორია შეიქმნა iMERGE პროექტის ფარგლებში, DAAD-ის მხარდაჭერითა და გერმანიის კვლევის, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის ფედერალური სამინისტროს (BMFTR) დაფინანსებით.
აღჭურვილობა
| აღჭურვილობა | ტიპი | რაოდენობა | სტატუსი |
|---|---|---|---|
|
VR ჩაფხუტი (ავტონომიური) |
Headset | 8 | ხელმისაწვდომია |
|
VR ჩაფხუტი (კომპიუტერთან) |
Headset | 4 | ხელმისაწვდომია |
|
GPU სამუშაო სადგური |
Workstation | 6 | ხელმისაწვდომია |
|
მოძრაობის აღბეჭდვის ნაკრები |
System | 1 | ხელმისაწვდომია |
|
AR დეველოპმენტის ტაბლეტი |
Tablet | 6 | ხელმისაწვდომია |
ლაბორატორიის წესები
- ლაბორატორიის აღჭურვილობა გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ და შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვით.
- VR მოწყობილობების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ლაბორატორიის მენეჯერის მითითებების შესაბამისად.
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სისტემური პარამეტრების შეცვლა ან GPU სამუშაო სადგურების კონფიგურაცია დასაშვებია მხოლოდ ლაბორატორიის მენეჯერთან შეთანხმებით.
- გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ შეამოწმეთ VR მოწყობილობები და ნებისმიერი დაზიანების ან გაუმართაობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ლაბორატორიის მენეჯერს.
- სამუშაოს დასრულებამდე შეინახეთ საჭირო ფაილები პირად ან ღრუბლოვან საცავში - სამუშაო სადგურებზე შენახული მონაცემები შესაძლოა პერიოდულად წაიშალოს.
- დაიცავით უსაფრთხო სამუშაო სივრცე VR მოწყობილობების გამოყენებისას და არ გადაადგილოთ ლაბორატორიის აღჭურვილობა მენეჯერის თანხმობის გარეშე.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დააბრუნეთ მოწყობილობები და აქსესუარები განსაზღვრულ ადგილას და დატოვეთ სამუშაო სივრცე მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
კალენდარი · 06 ნოემბერი 2026
ზოგადი ინფორმაცია
- მდებარეობა
- B კამპუსი
- ტევადობა
- 12 ადგილი
სამუშაო საათები
- ორშაბათი
- 09:00 - 17:00
- სამშაბათი
- 09:00 - 17:00
- ოთხშაბათი
- 09:00 - 17:00
- ხუთშაბათი
- 09:00 - 17:00
- პარასკევი
- 09:00 - 17:00
- შაბათი
- დაკეტილია
- კვირა
- დაკეტილია
საკონტაქტო პირი
ნიკა ხომერიკი
IT პროექტების მენეჯერი
გიზი ჯალიაშვილი
IT პროექტების მენეჯერი
ელფოსტა
labs@btu.edu.ge