ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

BTU-ს ინოვაციური ლაბორატორიები

ექვსი სპეციალიზებული ინოვაციური ლაბორატორია ერთ სივრცეში BTU-ს სტუდენტების, პროფესორებისა და გარე ბენეფიციარებისთვის. შეამოწმეთ ხელმისაწვდომობა და დაჯავშნეთ თქვენი დრო რამდენიმე წუთში.

ლაბორატორიები
6
სამუშაო საათები
09-17
ენა
GE / EN

ლაბორატორიები

ციფრული ტყუპების ლაბორატორია

ოთახი 305, B კამპუსი · 16 ადგილი

ციფრული ტყუპების ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს ციფრული ტყუპების შექმნის, რეალური სისტემებისა და პროცესების ვირტუალური მოდელირების, სიმულაციისა და პროტოტიპირებისთვის. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებით, 3D პრინტერებით, Arduino-ს პლატფორმებით, სენსორული ნაკრებებითა და მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფით. სივრცე განკუთვნილია სტუდენტების, მკვლევრებისა და პარტნიორების სასწავლო, კვლევითი და გამოყენებითი პროექტებისთვის. ლაბორატორია შეიქმნა ევროკავშირის თანადაფინანსებით, DIGITECH პროექტის ფარგლებში.

დაკეტილია ლაბორატორიის მენეჯერის დადასტურება 4 აღჭურვილობა

გაფართოებული რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია

B კამპუსი · 12 ადგილი

XR და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს ვირტუალური (VR), გაფართოებული (AR), ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებზე მუშაობისთვის. ლაბორატორია აღჭურვილია VR მოწყობილობებით და განკუთვნილია ინტერაქტიული XR გამოცდილებების, AI მოდელებისა და ინოვაციური ციფრული პროდუქტების შექმნისა და ტესტირებისთვის. სივრცე ხელმისაწვდომია სტუდენტების, მკვლევრებისა და პარტნიორებისთვის სასწავლო, კვლევითი და გამოყენებითი პროექტების განსახორციელებლად. ლაბორატორია შეიქმნა iMERGE პროექტის ფარგლებში, DAAD-ის მხარდაჭერითა და გერმანიის კვლევის, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის ფედერალური სამინისტროს (BMFTR) დაფინანსებით.

დაკეტილია ლაბორატორიის მენეჯერის დადასტურება 5 აღჭურვილობა

მედია ლაბორატორია და პოდკასტ სტუდია

B კამპუსი · 6 ადგილი

მედია ლაბორატორია და პოდკასტ სტუდია წარმოადგენს თანამედროვე სივრცეს აუდიო, ვიდეო და ციფრული კონტენტის შექმნისა და წარმოებისთვის. სტუდია აღჭურვილია პროფესიონალური აუდიო-ვიდეო ტექნიკით, განათების სისტემებით, მიკროფონებითა და კონტენტის დამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიური რესურსებით. სივრცე განკუთვნილია პოდკასტების, ვიდეოების, ინტერვიუების, საგანმანათლებლო და სხვა ციფრული კონტენტის ჩაწერისა და დამუშავებისთვის და ხელმისაწვდომია სტუდენტების, პროფესორებისა და პარტნიორებისთვის. ლაბორატორია შეიქმნა iMERGE პროექტის ფარგლებში, DAAD-ის მხარდაჭერითა და გერმანიის კვლევის, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის ფედერალური სამინისტროს (BMFTR) დაფინანსებით.

დაკეტილია ლაბორატორიის მენეჯერის დადასტურება 6 აღჭურვილობა

iOS და Android ლაბორატორია

ოთახი 402, A კამპუსი · 20 ადგილი

iOS და Android ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს მობილური აპლიკაციების შემუშავების, პროგრამირების, ტესტირებისა და ციფრული პროდუქტების შექმნისთვის. ლაბორატორია აღჭურვილია Apple-ის Mac სამუშაო სადგურებით და უზრუნველყოფს შესაბამის ტექნოლოგიურ გარემოს iOS და Android პლატფორმებისთვის აპლიკაციების შექმნისა და განვითარებისათვის. სივრცე განკუთვნილია სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობისთვის, ინდივიდუალური და გუნდური პროექტების, ჰაკათონებისა და ინოვაციური ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. ლაბორატორია შეიქმნა USAID-ის დაფინანსებით.

დაკეტილია ლაბორატორიის მენეჯერის დადასტურება 5 აღჭურვილობა

ქსელების ლაბორატორია

ოთახი 302, B კამპუსი · 18 ადგილი

ქსელების ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს კომპიუტერული ქსელების, ქსელური ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების პრაქტიკული შესწავლისთვის. ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა მოიცავს კორპორატიულ Wi-Fi ქსელს, როუტერებსა და სვიჩებს, ოპტიკურ ქსელს, ვიდეოსამეთვალყურეო და დაშვების კონტროლის სისტემებს, ასევე შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას. ლაბორატორია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკულად გაეცნონ Ubiquiti, MikroTik და Uniview ტექნოლოგიებს, ქსელების კონფიგურაციისა და მართვის პრინციპებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების ფუნქციონირებას. ლაბორატორია შეიქმნა Intellcom Group-ის მხარდაჭერით და გამოიყენება სასწავლო, პრაქტიკული და პროექტული საქმიანობისთვის.

დაკეტილია ლაბორატორიის მენეჯერის დადასტურება 6 აღჭურვილობა

ინდუსტრია 4.0 ლაბორატორია

ოთახი 404, A კამპუსი · 14 ადგილი

ინდუსტრია 4.0 ლაბორატორია წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეს Industry 4.0-ის, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიების შესწავლისა და პრაქტიკული პროექტების განხორციელებისთვის. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი წარმადობის კომპიუტერებითა და თანამედროვე სადემონსტრაციო ეკრანით, რაც ქმნის შესაბამის გარემოს სწავლების, ციფრული მოდელირების, მონაცემებთან მუშაობისა და გუნდური პროექტებისთვის. სივრცე განკუთვნილია სტუდენტების, მკვლევრებისა და პარტნიორების სასწავლო, კვლევითი და გამოყენებითი პროექტებისთვის. ლაბორატორია შეიქმნა ევროკავშირის თანადაფინანსებით, HEIn4 პროექტის ფარგლებში.

დაკეტილია ავტომატური დადასტურება 6 აღჭურვილობა

ლაბორატორიის დაჯავშნა

ექვსი სპეციალიზებული ინოვაციური ლაბორატორია ერთ სივრცეში BTU-ს სტუდენტების, პროფესორებისა და გარე ბენეფიციარებისთვის. შეამოწმეთ ხელმისაწვდომობა და დაჯავშნეთ თქვენი დრო რამდენიმე წუთში.

  1. 01

    ავტორიზაცია

    ლაბორატორიის დასაჯავშნად გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი BTU-ს ანგარიშით.

  2. 02

    დროის შერჩევა

    შეამოწმეთ კალენდარში ლაბორატორიის ხელმისაწვდომობა და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო.

  3. 03

    უსაფრთხოების დადასტურება

    გაეცანით ლაბორატორიის უსაფრთხოების წესებს და დაადასტურეთ შესაბამისი დეკლარაცია.

  4. 04

    ლაბორატორიის დაჯავშნა

    იხილეთ ლაბორატორიები, რომლებშიც უახლოეს საათებში შესაძლებელია თქვენი დროის დაჯავშნა.

  5. 05

    გარე ბენეფიციარები და კომპანიები

    ლაბორატორიებით სარგებლობისთვის დაგვიკავშირდით: